Posts

პროექტზე დაფუძნებული სწავლება

Image
პროექტზე დაფუძნებული სწავლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა სწორედ ინტერაქტიულობის მაღალი ხარისხი ა . მოსწავლეთა გააქტიურება და სასწავლო პროცესში მათთვის დამოუკიდებლობის მინიჭება, ერთი მხრივ, ზრდის მათ პასუხისმგებლობას და ამასთანავე, მოზარდებს  უვითარებს თანამშრომლობით, კვლევით და ანალიზურ უნარებს. ისინი არჩევანის გაკეთებას და გადაწყვეტილების მიღებას სწავლობენ. ამდენად, პრობლემის მართვა, პროექტის დიზაინი და კვლევა-ძიების პროცესის სადავეები მათ ხელშია. საბოლოო ჯამში, ყოველივე აღნიშნული მოსწავლე ს  სოციალურ, ემოციურ, ესთეტიკურ, კოგნიტიურ უნარებს, ფიზიკურ და მორალურ მხარეებს უვითარებს.